,,ნიკა, თქვენთვის ეს ფანჯარა უკვე დახურულია, შეიძლება, თქვენი პოლიტიკური თითები ამ ფანჯარაშია მოყოლილი და ეს გაწუხებთ”- არჩილ თალაკვაძე მელიას

,,ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისთვის პოლიტიკური შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა იხურება და თურმე, რაღაც უნდა მოასწროს. ნიკა, თქვენთვის ეს ფანჯარა უკვე დახურულია, თქვენი პოლიტიკური თითები შეიძლება, ამ ფანჯარაშია მოყოლილი და ეს გაწუხებთ, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას დღევამდელ განცხადებას.

თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის პოლიტიკური საბოტაჟისთვის.

„შეხედონ ჯანსაღ ოპოზიციას, რომლებიც პარლამენტში კარით დადიან. კარები ჩვეულებრივად იღება. ასე რომ, ფანჯრიდან პოლიტიკაში ნურც შემოსვლას ეცდებიან და ნურც გასვლას, ეს იქნებოდა მეგობრული რჩევა. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი ყუთიდან ამოღებული განცხადება, რომელიც სამ თვეში იმ ბრიფინგებით გვესმის, რომელსაც ნიკა მელია ატარებს. ეს მიუთითებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია და მას შინაარსი და გეგმა არ გააჩნია. მალე, დადგება დრო და ეს იქნება რიგითი არჩევნები, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის პოლიტიკური საბოტაჟისთვის. მის სივრცეს დემოკრატიული არჩევნებით ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

,,შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები”- ნიკა მელია – (mcm.ge)

მსგავსი თემები