რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

ესტონეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსული ვერტმფრენი “მი-8” ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა. ესტონეთის  საჰაერო სივრცე  სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაირღვა.

„ესტონეთის თვალთახედვით, ეს ძალიან სერიოზული და სამწუხარო შემთხვევაა, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია“,- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მომხდართან დაკავშირებით რუსეთის ელჩი პროტესტის გამოხატვის მიზნით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

მსგავსი თემები