„თუ უკრაინაში საფრენი აპარატების ქარხანა აშენდება, უკრაინელების ტანჯვა გაგრძელდება“ – კრემლი ისევ იმუქრება

თურქეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ომ უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატის Bayraktar-ის მწარმოებელი ქარხანა გაიხსენება, კრემლის განრისხება უკვე მოჰყვა. როგორც მოსკოვში აცხადებენ, ეს უკრაინელებს კარგს არაფერს მოუტანს.

მსგავსი განცხადება ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ქარხანა დაუყოვნებლივ დემილიტარიზაციას დაემორჩილება.

„მსგავსი ქარხნის აშენება მხოლოდ გაახანგრძლივებს უკრაინელების ტანჯვას, მაგრამ თავიდან ვერ აიცილებს იმას, რაც არის რუსეთის სპეციალური ოპერაციის მიზანი“ – ასეთია კრემლის გზავნილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ელჩმა თურქეთში განაცხადა, რომ Bayraktar-ის მწარმოებელი ქარხნის უკრაინაში მშენებლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება უკვე დამტკიცებულია.

 

მსგავსი თემები