დონალდ ტრამპი გამოძიებას კითხვებზე არ პასუხობს

გენერალურ პროკურატურაში დაბარებული აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი უწყებაში მივიდა, თუმცა, კითხვებზე პასუხები არ გასცა. დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს აკრიტიკებს.

„მე უარი ვთქვი, პასუხი გამეცა კითხვებზე აშშ-ის კონსტიტუციით გათვალისწინებული თითოეული მოქალაქის უფლებისა და პრივილეგიის ფარგლებში“, – აცხადებს ტრამპი.

პროკურატურა დონალდ ტრამპის ორგანიზაციას თაღლითურ ქმედებებში ადანაშაულებს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები