„ოცნებაში“ თვლიან, რომ საზოგადოება არის ლენჩი, ყველა ვართ შტერი”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ საზოგადოება ყველა ტყუილს დაიჯერებს.

„ალტ ინფო“ გაბანძდა, „კონსერვატიული პარტია“ გაბანძდა, „პატრიოტთა ალიანსმა“ ხმები ვერ აკრიფა, “პატრიოტთა ალიანსს“ ამ სამეულის თუ ოთხეულისგან განსხვავებით, რაღაც დამოუკიდებელი აზრი მაინც გააჩნდა. ამ შეურაცხმყოფელ თაღლითობას „ქართული ოცნება“ დღისით, მზისით სჩადის. ისინი თვლიან, რომ საზოგადოება არის ლენჩი, ჩვენ ვართ ყველა შტერი და ამ რაღაც დადგმულ სპექტაკლს ვინმე ჭამს ქვეყანაში. საზოგადოების შეურაცხყოფაა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. ფიქრობენ, რომ ყველა ტყუილში შეუძლიათ დაგვაჯერონ, ზღვარი დაკარგა ამ თაღლითობამ, ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, რადგან ამბობენ, რომ თქვენ ხართ შტერი და რაშიც მინდა, იმაში დაგაჯერებთ. ვინ გავიდა, სად წავიდა ?! ერთად დაფრინავენ „სვანეთებში“, ერთად ქეიფობენ საღამოს და ვახტანგურებს სვამენ ბიუჯეტის ხარჯზე. ივანიშვილს ეს დაჭირდა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა პროდასავლური სახე, ეს გახლავთ პრორუსული პარტია, ახლა უნდათ რამენაირად შექმნან უფრო ანტიდასავლური და პრორუსული დაჯგუფება, რომ „ქართული ოცნება“ ოდნავ მაინც გააპატიოსნოს. ეს არის მთელი გეგმა. რადიკალური ჯგუფები აქამდე რატომ არსებობდნენ? იმიტომ, რომ მათზე უფრო ნაკლებად უარესი გამოჩენილიყო კობახიძე. ამ თამაშის შედეგად, ვფიქრობ, ისინი სულ ჩამოიშლებიან თავიდან ბოლომდე,“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

“ქართული ოცნებიდან” გასულმა დეპუტატებმა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს და პარტიად გარდაქმნისთვის ემზადებიან – (mcm.ge)

მსგავსი თემები