,,რუსეთიდან საქართველოში ჩამოდიან ახალგაზრდები – სურთ სტაბილურობა, დემოკრატია, თავისუფლება, რომელიც ამ ქვეყანაში არის”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევას „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე“ ეხმიანება, საიდანაც დგინდება, რომ საქართველოში რუსეთიდან შემოსული ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობის კუთხით არაფერი არ შეცვლილა და 2020-2021 წლებთან შედარება არარელევანტურია.

,,იცით, რომ არაფერი არ შეცვლილა არც რაოდენობაში, შემოსვლის კუთხით, არც ვიზებთან დაკავშირებით. არაფერი არ შეცვლილა ბოლო წლებთან შედარებით. იცით, რომ უბრალოდ ეხლა 20 და 21 წლის აღება რომ ხდება, ეს არარელევანტურია იმიტომ რომ პანდემია იყო და გასაგებია, რომ მაგ დროს სხვანაირად იყო საერთოდ გადაადგილება მსოფლიოში.

რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და უფრო მეტიც, ვინც ამ კამპანიას, და ეს ხომ ახალი არ არის, მარტში იყო ეს კამპანია და გადაიზარდა ქსენოფობიურ კამპანიაში, გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე რუს მოქალაქეს ქვა ესროლა ვიღაცამ. ამ ქსენოფობიას ახალისებს ახლა ეს კამპანია და მე მიკვირს, რომ ამაში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. აღვივებენ ქსენოფობიას, მეტს არაფერს.

მითუმეტეს, რომ ძალიან კარგად იციან, კვლევებიც არსებობს, თუ მაგალითად, თუკი ვსაუბრობთ რუსეთის მოქალაქეებზე, რა ჯგუფები შემოდის ჩვენთან. ეს არის ძირითადად გახლავან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი, ძირითადად არიან IT სფეროდან, კულტურის სფეროდან, მენეჯმენტის სფეროდან… ეს არის საშუალო ფენა, რომელიც წამოვიდა რუსეთიდან იმიტომ, რომ სურთ სტაბილურობა, დემოკრატია, თავისუფლება, რომელიც ამ ქვეყანაში არის,”- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

იანვარ-ივნისში საქართველოში დაახლოებით 240 000 რუსი ტურისტი შემოვიდა- კვლევა – (mcm.ge)

მსგავსი თემები