აშშ უკრაინას 550 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია უკრაინისთვის მორიგ სამხედრო დახმარებაზე. როგორც სახელმწიფო მდივანი აცხადებს, იარაღისა და აღჭურვილობის გამოყოფა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მოხდება.

უკრაინისთვის გამოყოფილი  შეიარაღება  HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემებსა და 155-მილიმეტრიან საარტილერიო სისტემებს მოიცავს, რომლებსაც, უკრაინა ქვეყნის დასაცავად აქტიურად იყენებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, დახმარება კიდევ გაგრძელდება.

მსგავსი თემები