,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება.
კობახიძის თქმით, სანქციებს არახამიას უკრაინელი ხალხი დაუწესებს, რადგან მისი შეფასებით, „ხალხის მსახურის“ ლიდერი ძალიან ბევრ რამეზე არის პასუხისმგებელი.
„ყველამ კარგად იცის, ეს კაცი ვინ არის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი, ვის მიმართაც მემგონი ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და ამას ყველაფერს შეაფსებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი. არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ, უბრალოდ კაცი არ არის, არახამია არის არაკაცი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.