,,აანონსებს, რომ უახლოეს პერიოდში სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრებს და შესაბამის მტკიცებულებებსაც გამოაქვეყნებს”- სოსო გოგაშვილის ადვოკატი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ადვოკატის განცხადებით, გოგაშვილი უახლოეს პერიოდში  სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრებს და შესაბამის მტკიცებულებებსაც გამოაქვეყნებს.

,,დღეს არაფერი არ იგეგმება ახალი, მაგრამ იგი აანონსებს, რომ უახლოეს პერიოდში ასევე სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრებს და შესაბამის მტკიცებულებებსაც გამოაქვეყნებს. ამბობს, რომ ეს მოხდება ძალიან მალე… განგვიცხადეს ამ საქმის გამომძიებლებმა, რომ მათ სურთ, რომ მთლიანად გაასაიდუმლონ საქმის მასალები. შესაბამისად, ადვოკატებსაც შეგვეზღუდება, ვისაუბროთ ამ საქმის ირგვლივ დეტალებზე,” – განაცხადა გოგაშვილის ადვოკატმა.

მსგავსი თემები