„ქართული ოცნების“ გუნდი არავის დასხმია თავს, მით უმეტეს პარტნიორებს”- ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები  სტრატეგიულ პარტნიორებს თავს არავის დასხმიან. ოხანაშვილის თქმით, აშშ-ის გაერკვევა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის საქმეზე რომელიმე პირის მხრიდან ხომ არ მოხდა თვითნებობა.

,,ქართული ოცნების“ გუნდი თავს არავის დასხმია, მით უმეტეს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ვინმეს როგორც არ უნდა სურდეს, კითხვის ნიშანი გააჩინოს, ობიექტურად არ არსებობს. მოსამართლემ განცხადება გააკეთა და რატომ შეიძლება, ისე იყოს დემოკრატიაში გაგებული, რომ კითხვის დასმის და პასუხის მიღების უფლება არ გაქვს? ზოგადად, გვაქვს თუ არა არსებობის უფლება? – ისეთ შეკითხვებს სვამთ, რომ მგონი, ეს უხერხულია დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხრიდან, ვინც აქ ხართ. ვფიქრობ, გაქვთ უნარი, დამოუკიდებლად გააკეთოთ შეფასებები. როგორც ქალბატონმა ელჩმაც ახსენა, მეგობრებს შორის, შეიძლება, იყოს გარკვეული გაუგებრობა, ამაზე შეიძლება, შეკითხვაც დაისვას, რაც ლეგიტიმურია. ალბათ, საელჩოც გაერკვევა, მოსამართლის საქმეზე კონკრეტული რომელიმე პირის მხრიდან თვითნებობას ხომ არ ჰქონდა ადგილი. რა კითხვები მიჩნდება და რა – არა, ამას შეხვედრების დროს, კარს მიღმა მეგობრულად გავარკვევთ და შეკითხვებსაც დავსვამთ, სადაც შეკითხვა იქნება დასასმელი,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მსგავსი თემები