,,რაც ბატონმა პრაისმა თქვა, სიმართლეა უნდა გამოვიჩინოთ პატივისცემა, ერთმანეთს უნდა მოვეპყრათ როგორც პარტნიორები” – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გუშინდელი განცხადებას ეხმიანება. ელჩი ეთანხმება ნედ პრაისს და აღნიშნავს, რომ დიპლომატები აშშ-სა და საქართველოში ერთმანეთს პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ.

„მან თქვა, რომ ეს არ არის ის, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვარ დიპლომატი, მე წარმოვადგენ აშშ-ის მოსახლეობას. იქიდან, რაც აქ ხდება, მე, როგორც ელჩი, არაფერს აღვიქვამ პერსონალურად. მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის პრეზიდენტს. ის, რაც ბატონმა პრაისმა თქვა, სიმართლეა. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პატივისცემა, ერთმანეთს უნდა მოვეპყრათ როგორც პარტნიორები, რომლებიც ვართ. ვფიქრობ, ეს არის, რაც უნდა იყოს პრიორიტეტული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის განმარტებით, პარტნიორებს შორის უთანხმოება ბუნებრივია, თუმცა მათი გადაჭრისთვის საჭიროა პირადი განხილვა.

„როდესაც არის ჭორები, სპეკულაციები და კომენტარები, რომლებიც არ ეფუძნება ფაქტებს, ეს შეიძლება, იყოს ძალიან დამაბნეველი ქართველი ხალხისთვის და არ ვფიქრობ, რომ ეს დიალოგს უწყობს ხელს. ბევრად მეტად სათანადო მიდგომა არის განსხვავებული მოსაზრებების პირადად განხილვა. როგორც აქამდე ვთქვი, ბუნებრივია, როდესაც პარტნიორობის, მეგობრობის დროს არის უთანხმოებები, ეს ყველამ იცის. თუმცა, ამის განხილვის საუკეთესო გზაა პირადად განხილვა და შემდეგ, თუ აუცილებელია, საჯაროდ. ჩვენ გამოგვიქვეყნებია საჯარო განცხადებები, რომ ჩვენ გვქონდა შეშფოთებები მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც არ შეესაბამება საუკეთესო პრაქტიკას და არ ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისკენ სვლაში. ასე რომ, ვიტყოდი, რომ ფუნდამენტურად, როგორც დიპლომატი, ყოველთვის უპირატესობას მივანიჭებ პირად, გულწრფელ ჩართულობას, თუმცა ყოველთვის პატივისცემით. ვფიქრობ, ამას ყველა იმსახურებს“, – აღნიშნა ელჩმ.

მსგავსი თემები