,,სააპელაციო სასამართლოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რომ გამოასწოროს სერიოზული ხარვეზები ნიკა გვარამიას საქმეზე”- ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რომ გამოასწოროს  ნიკა გვარამიასადმი გამოტანილი განაჩენი.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს არსებული ბერკეტები და შეიწყალოს ნიკა გვარამია.

,,სააპელაციო სასამართლოს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რომ გამოასწოროს მართლმსაჯულების ის სერიოზული ხარვეზები რაც ჩვენ ვიხილეთ პირველი ინსტანციაში.  სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას მიმართ სააპელაციო სასამართლოს  გამოტანილი აქვს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განაჩენი. ერთ-ერთ ბრალთან დაკავშირებით ვფიქრობთ, რომ  დანაშაულის ნიშნები საერთოდ არ იყო.  კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე”- განაცხადა  სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლო “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართება.  სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი თემები