„არჩევნების გაყალბების მონაწილე გოგაშვილი ამხელს ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში და ოლიგარქიულ მმართველობაში“ – ოქრიაშვილი

პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც ის 2021 წლის არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, განცხადებას ავრცელებს. როგორც დეპუტატი აცხადებს,  გოგაშვილი თავად იყო არჩევნების გაყალბების მონაწილე.

„ბატონმა გოგაშვილმა „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებაში ამხილა და როგორც ჩანს, შესაბამისი მტკიცებულებები გადასცა ელჩებს და საერთაშორისო საზოგადოებას. აგრეთვე, ის თავის ფეისბუქ-სტატუსში წერს, რომ ოლიგარქი ივანიშვილი მართავს თათბირებს შპს „ოცნების“ წევრებთან ონლაინ, დისტანციურად.

დასკვნა: სრულად ჩამოიშალა ოცნების ლეგიტიმაცია. არჩევნების გაყალბების მონაწილე ამხელს ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში და ოლიგარქიულ მმართველობაში.  მალე დამთავრდება უკანონობა საქართველოში“ – აცხადებს ოქრიაშვილი.

 

მსგავსი თემები