“კანალიზაციის მანქანა მოვიდა, ვითომ ჭა უნდა გაეწმინდათ, მერე გადმოცვივდნენ ჯარისკაცები“ – სპეცოპერაცია სოსო გოგაშვილის სახლში

  სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში, რომელიც ხელისუფლებას მხილებით დაემუქრა, სპეცოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება, სახლი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტებით, ირგვლივ, პერიმეტრი  სავსეა საპატრულო ეკიპაჟებითა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებით. გოგაშვილის ახლიდან არც არავის უშვებენ და არც შიგნით უშვებენ ახლობლებს. სოსო გოგაშვილის შვილმა კი პირველ კომენტარი გააკეთა და მედიასთან ისაუბრა, როგორ შეაღწიეს სპეციალურმა რაზმებმა მათ სახლში. „კანალიზაციის მანქანა მოვიდა, ვითომ ჭა უნდა გამოეცვალათ. მერე ორი „მუშა“ მოვიდა, მერე მოვარდნენ მარშრუტკები და გადმოცვივდნენ ჯარისკაცები, შემოანგრიეს კარები, ამერიკულ ფილმებში რომ არის, ვესტერნები, ეგეთი რაღაც იყო. კედელთან აყუდებული ვიდექი საკმაოდ დიდი ხანი, პატარა ბავშვი მყავდა სახლში 4 წლის. … ვრცლად “კანალიზაციის მანქანა მოვიდა, ვითომ ჭა უნდა გაეწმინდათ, მერე გადმოცვივდნენ ჯარისკაცები“ – სპეცოპერაცია სოსო გოგაშვილის სახლში