რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში 50 ქართველი სამხედროს გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უცხოელი სამხედროები გაანადგურეს, საიდანაც 50 ქართველია.

,,ბოლო სამი კვირის განმავლობაში 391 უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი დაიღუპა. ამ პერიოდში 166 დაქირავებული ჯარისკაცი მოკლეს პოლონეთიდან, 50 – საქართველოდან, 23 – დიდი ბრიტანეთიდან, 23 – რუმინეთიდან, 15 – კანადიდან”, – იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

შეგახსნებთ, უკრაინაში, რუსეთის აგრესიას ომის დაწყების დღემდე 15 ქართველი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპა.

მსგავსი თემები