,,ევროკავშირის გზავნილი ნათელია, ახლა დროა, საქართველოს მთავრობამ საქმე გააკეთოს”- მირიამ ლექსმანი

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას ეხმიანება. მიშელის თქმით, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მას შემდედ, რაც ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე მოახდენს რეაგირებას.

მირიამ ლექსმანის განცხადებით, ახლა დროა, საქართველოს ხელისუფლებამ საქმე გააკოთს.

,,ევროკავშირის გზავნილი ნათელია. ახლა დროა, საქართველოს მთავრობამ თავის მართლების ნაცვლად, საქმე გააკეთოს,”- წერს მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში”.

,,მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე მოახდენს რეაგირებას”- შარლ მიშელი

მსგავსი თემები