,,მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე მოახდენს რეაგირებას”- შარლ მიშელი

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპარლამენტში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამართული დებატებისას განაცხადა, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მას შემდედ, რაც ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე მოახდენს რეაგირებას.

„კრემლის ბარბაროსულმა ომმა ჩვენს კონტინენტზე ტექტონიკური ძვრები მოახდინა და შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა. გასულ კვირას ევროკავშირის 27 ლიდერთან ერთად მივიღეთ რამდენიმე მთავარი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. პირველი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვეღიარებინა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნებისა და ხალხის მომავალი ევროკავშირშია. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, მიგვენიჭებინა კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, ამით გავუგზავნეთ ძლიერი გზავნილი მათ ხალხს და ჩვენს ევროკავშირის მოქალაქეებს.  ჩვენ ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე მოახდენს რეაგირებას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები