უკრაინის რეკონსტრუქციისთვის კოორდინაციის პლატფორმა იქმნება  

ევროკავშირის ინიციატივით,  უკრაინის აღდგენის კოორდინაციისთვის პლატფორმა შეიქმნება, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი გეგმებით იმოქმედებს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, პლატფორმას ევროკავშირი უხელმძღვანელებს.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა ფინანსური დახმარების სახით 6.2 მილიარდი ევროს მობილიზება მოახდინა.  კიდევ მეტი იქნება. ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით საშუალოვადიან და გრძელვადიან რეკონსტრუქციაში. უკრაინის რეკონსტრუქციის კოორდინაციის პლატფორმა გააერთიანებს ქვეყნებს, ინსტიტუტებს, კერძო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას“ – აცხადებს ფონ დერ ლაიენი.

მისივე შეფასებით, ევროკავშირი უკრაინას არასდროს მიატოვებს.

„დიდი ხანია, უკრაინასთან მჭიდროდ ვმუშაობთ. მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება, როდესაც უკრაინა ფორმალურად გახდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი. კრემლის მიზანი ცხადია – უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური განადგურება. ჩვენა ამას არასდროს დავუშვებთ“ – აცხადებს  ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მსგავსი თემები