უკრაინა ნეიტრალიტეტს ერთი პირობით დასთანხმდება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განმარტავენ, რომ უკრაინა ღიაა ნეიტრალური სტატუსისთვის, თუმცა, მთავარი პირობა უსაფრთხოების მყარი გარანტიებია.

როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა  პუტინთან პირისპირ შესახვედრად, თუმცა, რუსეთის პოზიციაზე კომპრომისზე არ წავა.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის ის პირი, ვინც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს ომის დასრულებაზე, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებასა და რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანასთან დაკავშირებით,“- განმარტავს იგორ ჟოვკვა.

 

მსგავსი თემები