ევროკავშირი უკრაინის რეკონსტრუქციის პლატფორმას შექმნის

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ომის შემდგომ უკრაინის აღდგენის კოორდინაციისთვის პლატფორმას შექმნის. ლაიენის თქმით, პლატფორმა გამოყენებული იქნება საინვესტიციო საჭიროებების, მოქმედებებისა და არხის რესურსების კოორდინაციისთვის.

,,ომის დაწყებიდან ევროკავშირმა მოახდინა დაახლოებით 6,2 მილიარდი ევროს (6,48 მილიარდი დოლარი) ფინანსური მხარდაჭერის მობილიზება. რეკონსტრუქციის პლატფორმის საშუალებით ევროკომისიას შეუძლია, შესთავაზოს თავისი ფართო გამოცდილება პროგრამების განხორციელებაში, რომლებიც მოიცავს რეფორმებსა და ინვესტიციებს. ამასთან ერთად, ჩვენ დიდი ხანია, უკრაინასთან მჭიდროდ ვმუშაობთ. ეს მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება ახლა, როდესაც უკრაინა ფორმალურად გახდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი,”- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, პლატფორმა აერთიანებს ქვეყნებს, ინსტიტუტებს, კერძო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას. ის ასევე მოიცავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი.

მსგავსი თემები