პარლამენტთან ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქციაზე ხმაურია  

რუსთაველის გამზირი ამ წუთებში პარალიზებულია. პარლამენტის წინ  „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები, რომლებიც ლგბტ თემის ღონისძიებებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა ლგბტ თემის დროშა დახიეს და აცხადებენ, რომ მათ ღონისძიების ჩატარების უფლებას არ მისცემენ. ადგილზე მობილიზებულის პოლიცია, აქციაზე რამდენიმე სასულიერო პირიც გამოჩნდა.

ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ კი პროტესტის ნიშნად თავის დაწვაც სცადა და საწვავი გადაისხა.

შსს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მსგავსი თემები