საქართველოში ,,მაიმუნის ყვავილის” პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში„მაიმუნის ყვავილის“ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ინფიცირებულს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

,,პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არც ერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

მსგავსი თემები