,,მათთან შედარებით მართლა ანგელოზები ვართ”- თორნიკე რიჟვაძე ,,ნაციონალურ მოძრაობაზე”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ბრალდებას ეხმიანება. მისი თქმით, ბრალდებები უნდა დაამტკიცონ, როგორც ქვეყნის კანონმდებლობა მოითხოვს.

„ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ. ამიტომ, შემდეგი 5 წელი “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებით კომენტარი აღარ იქნება. არარაობებთან დაკავშირებით მე კომენტარს აღარ გავაკეთებ. ჩვენ ხალხს ყველაფერი ვაჩვენეთ, ყველა ვამხილეთ თუ ვინ რას წარმოადგენს. არავის გვაქვს ამბიცია, რომ ანგელოზები ვართ, თუმცა მათთან შედარებით მართლა ანგელოზები ვართ. ამიტომ, კომენტარი აღარ იქნება. თქვენც მინდა გთხოვოთ, მედიის წარმომადგენლებს, რომ “ნაცმოძრაობის” “კლოუნადასთან” და მათ ბანდიტურ განცხადებებთან დაკავშირებით არასოდეს გვთხოვოთ საპასუხო კომენტარები. ბრალდებები უნდა დაამტკიცონ, როგორც ამ ქვეყნის წესებს და კანონმდებლობას ეკადრება და როგორც დაგპირდით, ყოველთვის იქნებიან დაჩოქილი ჩვენი ხალხის წინაშე“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თორნიკე რიჟვაძე  ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული თანამდებობის პირია.

მსგავსი თემები