,,რუსეთის სტრატეგიული მარცხი მსოფლიოში უკვე ყველასთვის თვალსაჩინოა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მარცხი აშკარაა მთელი მსოფლიოსთვის, თუმცა ამ მარცხის აღიარების სიმამაცე რუსეთს არ ყოფნის.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე განაგრძობს სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვას, თავიანთი მარცხის დასამალად.

,,24 თებერვლიდან დაწყებული, რუსმა ჯარებმა 570 სამედიცინო დაწესებულება გაანადგურეს, სრულად განადგურდა 101 საავადმყოფო სრულად – ეს ბარბაროსობაა. ეს არის რუსეთის, როგორც სახელმწიფოს თვითგანადგურება. მათ დარტყმა მიაყენეს ჩერნიგოვის რეგიონს, სკოლებს. რა თქმა უნდა, რუსეთის სახელმწიფო ისეთ პირობებშია, რომ ნებისმიერი განათლება მხოლოდ ხელს უშლის, მაგრამ რისი მიღწევა შეიძლება უკრაინული სკოლების განადგურებით? ყველა რუსი მეთაური, ვინც ასეთ ბრძანებებს გასცემს, უბრალოდ განუკურნებლად ავად არის. ყველა საავადმყოფოს, რომელიც ოკუპანტებმა გაანადგურეს, ყველა სკოლას, ყველა უნივერსიტეტს, რომელიც დაბომბეს, ჩვენ ყველაფერს ხელახლა ავაშენებთ.

ოკუპანტებმა დღეს პოლტავას რაიონში, კრემენჩუკს დაარტყეს. ისევ ქარხანას, რომ ხალხს საწვავი არ ჰქონდეს. იერიში მიიტანეს ზაპორიჟიეს რეგიონში, დონბასის ქალაქებსა და სოფლებში.

რუსეთის სტრატეგიული მარცხი მსოფლიოში უკვე ყველასთვის თვალსაჩინოა, მათთვისაც კი, ვინც კვლავ განაგრძობს მათთან კომუნიკაციას. რუსეთს ჯერ არ ყოფნის სიმამაცე, რომ ეს აღიაროს. ისინი მხდალები არიან, ცდილობენ, სიმართლე სარაკეტო, საავიაციო და საარტილერიო დარტყმების მიღმა დამალონ,”- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები