,,ბრალი მთლიანად დასავლური ქვეყნების ელიტას ეკისრება”- ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას აზარალებს.

რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებთან ეკონომიკური საკითხების განხილვისას აღნიშნა, რომ ევროპულ სახელწიფოებში სანქციების გავლენით ინფლაციის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდება.

,,დასავლეთის სანქციების გაგრძელება გამოიწვევს რთულ პროგნოზირებად შედეგებს. სანქციები დიდწილად გლობალური კრიზისის პროვოცირებას ახდენს. მათი ავტორები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ პოლიტიკური ამბიციებით, რუსოფობიით, უფრო მეტად ურტყამდნენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, საკუთარ ეკონომიკას, თავიანთი მოქალაქეების კეთილდღეობას. ჩვენ ამას პირველ რიგში, ევროპაში ინფლაციის მკვეთრ ზრდაში ვხედავთ.

ზოგიერთ ქვეყანაში ის უკვე მიუახლოვდა წლიურ 20%-ს, მთლიანობაში კი ევროზონაში საქონლის ფასებმა 11%-ზე მეტით მოიმატა. სანქციების აკვიატება, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, აუცილებლად გამოიწვევს ურთულეს შედეგებს ევროკავშირისთვის, მისი მოქალაქეებისთვის და ასევე უღარიბესი ქვეყნებისთვის. მსოფლიო, რომელიც უკვე შიმშილის საფრთხის წინაშე დგას. ხაზს ვუსვამ, ამაში ბრალი მთლიანად დასავლური ქვეყნების ელიტას ეკისრება, რომლებიც მზად არიან მსხვერპლად გაიღონ დანარჩენი მსოფლიო, რათა შეინარჩუნონ გლობალური დომინირება,”- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მსგავსი თემები