„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა იმ პირის მიზანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ქვეყნის ომში ჩართვაა.
„ვინც სააკაშვილის გარეთ გამოშვებას ითხოვს, ან მომავალში მოითხოვს ამას, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ეს არის საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ნებისმიერ ასეთ მოწოდებაზე, ბუნებრივია, იქნება ძალიან მკაფიო – სააკაშვილმა თავისი სასჯელი უნდა მოიხადოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.