ზელენსკი ლიდერებს საცავების გახსნისკენ და იარაღი უკრაინაში გადასროლისკენ მოუწოდებს

„უსამართლოა, რომ უკრაინა კვლავ იძულებულია ითხოვოს ის, რასაც მისი პარტნიორები წლების განმავლობაში სადღაც საწყობებში ინახავენ“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი და მსოფლიოს მოუწოდებს, გახსნან საცავები და იარაღი უკრაინისკენ მიმართონ.

პრეზიდენტის შეფასებით, დახმარება მათ თავის დროზე რომ ჰქონოდათ, ამ ომს უკვე დიდი ხნის უკან დაასრულებდნენ.

„ყველა ლიდერთან, ყველა მოლაპარაკებაში ხაზს ვუსვამ მარტივ ჭეშმარიტებას  – უსამართლოა, რომ უკრაინა კვლავ იძულებულია ითხოვოს ის, რასაც მისი პარტნიორები წლების განმავლობაში სადღაც საწყობებში ინახავენ. მათ თუ აქვთ იარაღი, რაც უკრაინას სჭირდება აქ, რაც ჩვენ გვჭირდება ახლა, თუ აქვთ საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვენ გვჭირდება და გვჭირდება ახლა, მათი  მორალური მოვალეობაა, დაეხმარონ თავისუფლების დაცვას. დაეხმარეთ ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, ეს რომ ადრე გაეკეთებინათ ლიდერებს, ევროპას დიდი სარგებელი ექნებოდა.

„თუ ომის პირველ კვირას მივიღებდით იმას, რასაც ახლა ვიღებთ, დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის და ევროპის თავისუფლებისთვის უფრო დიდი სარგებელი იქნებოდა. და თუ ახლავე მივიღებთ იმას, რისი გადაცემასაც გეგმავს ზოგიერთი პარტნიორი უკრაინას უახლოეს კვირებში, ეს გადაარჩენს ათასობით, ადამიანის სიცოცხლეს. ამ ომში რუსული არმია სამუდამოდ ჩაიწერება მსოფლიო ისტორიაში, როგორც ალბათ ყველაზე ბარბაროსული და არაადამიანური არმია მსოფლიოში“, – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები