„იბრძოლეთ, იომეთ და დაეხმარეთ. განდევნეთ ეს მონები“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის  მოსახლეობას ამხნევებს და გამაგრებისა და ქვეყნის დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მათ უნდა გააკეთოს ყველაფერი მონების განსადევნად.

„ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ გიჭირთ, როდესაც თქვენ გტკივათ, როდესაც თქვენ წინააღმდეგობას უწევთ, ყველაფრის მიუხედავად, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ჩვენ ამ დროს გული გვეგლიჯება, ვინაიდან ჩვენ თქვენს გვერდით არ ვართ. ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ მხარი დაგიჭიროთ, ვიდრე ჩვენ არ განვდევნით უცხოებს. თქვენი პროტესტი არის გმირობა. ეს არის ბედნიერება, რომ ჩვენ ასეთი ადამიანები გვყავს.

მივმართავ ყველა უკრაინელს, გააკეთეთ ყველაფერი ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად, ჩვენი ერის გადასარჩენად. იბრძოლეთ, იომეთ და დაეხმარეთ. განდევნეთ ეს მონები! განდევნეთ ოკუპანტები! რომ უკრაინამ იცოცხლოს და ჩვენ ყველამ მასთან ერთად. თავისუფალმა და მშვიდობიანმა უკრაინამ, რომელიც ჩვენ ასე გვიყვარს. დიდება უკრაინას!“ – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები