„მხარს ვუჭერ, ეს მოხდეს უფრო სწრაფად“ – სლოვენია  ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე

„უკრაინის სუვერენული უფლებაა, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებაზე და ეს ევროკავშირის და ნატო-ს უფლებაა“ – ეს განცხადება სლოვენიის პრეზიდენტ ბორუტ პაჰორის ეკუთვნის, რომელიც მან ანტალიაში, დიპლომატიურ ფორუმზე გააკეთა.

სლოვენია მხარს უჭერს როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსა და მოლდოვასათვის კარის გახსნას. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გაწევრიანება დაჩქარებულად უნდა მოხდეს.

„მხარს ვუჭერ, ეს მოხდეს უფრო სწრაფად. გაფართოება უნდა გახდეს უმთავრესი გეოპოლიტიკური საკითხი. ეს ეხება უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას და რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს“ , – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები