საფრანგეთი და გერმანია პუტინს არწმუნებს ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს

სამი ქვეყნის ლიდერის  სატელეფონი საუბარი 75 წუთი გაგრძელდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პუტის არწმუნებდნენ, რომ ცეცხლი დაუყოვნებლივ შეეწყვიტა და უკრაინიდან ჯარი გაეყვანა.

გერმანიის ფედერალური მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი 75 წუთი გაგრძელდა. კიდევ რაზე ისაუბრეს და რაზე შეთანხმდნენ მხარეები, კონფიდენციალურია.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლიც ავრცელებს. კრემლის ინფორმაციით,  მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციას  გააგრძელებენ.

 

მსგავსი თემები