“უნდა გამოვიდეთ და გავნდევნოთ ბოროტება ჩვენი მიწიდან” – ზელენსკი უკრაინელებს მიმართავს

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და ქუჩაში, მტრის წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, გადაუდგე შიშველი ხელებით ტანკს, დიდი გმირობაა.

“დონბასი არავის დაუჩოქებია და არავის სჭირდება მისი დაჩოქება. ჩენ მოგმართავთ ყველა მოქალაქეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვისთისაც ჯერ არ წაუშლიათ მეხსიერება პროპაგანდით, იბრძლეთ, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის, თქვენი თავისუფლებისთვის, უკრაინისთის, ხერსონთან, კიევთან და სხვა უკრაინულ ქალაქებთან ერთად. იქ, სადაც აფასებენ სიცოცხლეს.

დონბასელი ხალხი ყპველთვის იქნება ჩვენი. დიდება უკრაინას! უკრაინის ქალაქების ოკუპაცია დროებითია.  ხერსონი, კონოტოპტი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი, ამ ქალაქების მცხოვრებლები ყოველდღე დევნიალ ოკუპანტებს საკუთარი სიმტკიცით და ერთიანობით.

ეს არის გასაოცარი გმირობა გააპროტესტო, როდესაც შენი ქალაქი ოკუპირებულია, როდესაც არ გაქვს იარაღ და შენ გესვრიან, ამ დროს კი შენ არ გარბიხარ და აჩერებ ბეტეერს, რომელიც შენსკენ მოდის. უნდა გამოვიდეთ და განდევნოთ ეს ბოროტება ჩვენი მიწიდან, რომ აღარ გააკეთონ ახალი დნრ და ლნრ, იქ, სადაც ნორმალური ცხოვრება შეუძლებელია, იქ, სადაც მხოლოდ მონობაა შესაძლებელი და მხოლოდ დაჩოქებული ხალხი უნდათ, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები