„24 თებერვლის შემდეგ რუსეთის არმიის 11 000-მდე ჯარისკაცია მოკლული“ – უკრაინის გეშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი შეჭრის დღიდან რუსული საოკუპაციო ჯარების დანაკარგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბზე დაყრდნობით წერს, რომ 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის არმიის 11 000-მდე ჯარისკაცია მოკლული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განაცხადებაში აღნუშნულა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დაკარგეს 285 ტანკი, 985 ჯავშანტრასპორტიორი, 109 საარტილერიო სისტემა, 50 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 21 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 44 თვითმფრინავი, 48 ვერტმფრენი, 447 საავტომობილო ტექნიკა, 2 მსუბუქი კატარღა, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 4 უპილოტო საფრენი აპარატი.

 

მსგავსი თემები