„ომამდე უკრაინელი ხალხი ნატო-ს თვლიდა ძალად, ევროკავშირს კი, სუსტად და მერყევად, ომის დაწყების შემდეგ დაინახა, რომ ყველაფერი პირიქით არის“ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ომამდე უკრაინელი ხალხი ნატო-ს თვლიდა ძალად, ევროკავშირს კი სუსტად და მერყევად, თუმცა მისი თქმით, რეალურად ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ომის დაწყების შემდეგ უკრაინელმა ხალხმა დაინახა, რომ ყველაფერი პირიქით არის, რომ ევროკავშირს აქვს ხასიათი, აქვს ძალა, გამოიყენა უსაფრთხოება და უპრეცედენტო სანქციები. შეიქმნა სპეციალური ფონდი შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად. მოგვცა წევრობის პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ნატო კი, ვერაფერს წყვეტს“, – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ეს არის „სისუსტე, რომლისთვისაც ალიანსი გადაიხდის“.

ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს თანამშრომლობას ნატო-ს ზოგიერთ წევრ-ქვეყანასთან.

„ჩვენ კვლავ ძლიერები ვართ და ვაგრძელებთ მუშაობას ორმხრივ დონეზე პარტნიორებთან, რათა მათგან მივიღოთ თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. ესენი არიან ნატო-ს წევრი-ქვეყნები, მაგრამ ეს არ არის ალიანსი, როგორც ერთიანი სტრუქტურა. ომი ყოველთვის ის დროა, როდესაც ნიღბები იშლება, როდესაც ყველა თავის არსს აჩვენებს. და, სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ნატო არ არის ისეთი, როგორც უკრაინელი ხალხი ფიქრობდა ამაზე“, – განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები