,,როდესაც ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო ვერ აიღებს”- ირაკლი კობახიძე

,,განსაკუთრებით გამაოგნებელი არის ის, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს მისთვის შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, ეს კატასტროფაა და ბევრ რამეზე მეტყველებს”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო ვერ აიღებს.

,,რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა იზრუნოს პატიმარზე, მის ჯანმრთელობაზე, მის სიცოცხლეზე, მაგრამ როდესაც ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამას ბუნებრივია სახელმწიფო ვერ გაყვება და მითუმეტეს ამაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო ვერ აიღებს. ჯერ იყო შიმშილობა, ეს იყო გაცხადებული თვითდაზიანება, შემდეგ ვიღაცამ ურჩია მას ტაქტიკის შეცვლა და ნაცვლად გაცხადებული თვითდაზიანებისა, ის გადავიდა უკვე არაგაცხადებულ თვითდაზიანებაზე, დე ფაქტო შერჩევით კვებაზე,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები