კორონავირუსის გამო მძიმე პაციენტთა რაოდენობა1033-ია

საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 135 243 საიდანაც: 5 084 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 181, აჭარაში – 711, იმერეთში – 1 044.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 033 პირი, მათ შორის, თბილისში – 432, აჭარაში – 141, იმერეთში – 293.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი,  მათგან თბილისში – 153, აჭარაში – 48, იმერეთში – 27.
2 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 184 – თბილისში, 647 – აჭარაში.
128 068 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 28 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

მსგავსი თემები