დაფიქსირდა გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 911 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 297 შემთხვევა, აჭარა – 1 833, იმერეთი – 2 277, ქვემო ქართლი – 1 024, შიდა ქართლი – 932, გურია – 308, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 988, კახეთი -815, მცხეთა-მთიანეთი – 367, სამცხე-ჯავახეთი – 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 74.

მსგავსი თემები