“დღიური დადებითობის მაჩვენებელმა 15%-ს მიაღწია” – გიორგი კამკამიძე “მედიაცენტრ მთავარში”

იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე “მედიაცენტრ მთავარში” პანდემიის დინამიკაზე ისაუბრა. მისი თქმით “ომიკრონის” შტამი ძალიან მალე დომინანტური გახდება.

“პანდემიის აღმავალი ფაზაა, ამ თვეში შესაძლოა 10 000 დღიური ინფიცირების შემთხვევაც დაფიქსირდეს. აღსანიშნავია, რომ “ომიკრონის” შტამი დღიური ინფიცირების 50-60%-ს შეადგენს. როგორც ხედავთ, ის ნელ-ნელა დომინანტი ხდება. პოზიტიურია ის, რომ სიკვდილიანობის სიხშირე “ომიკრონს” არ ახასიათებს, თუმცა ის ძალიან ადვილად ვრცელდება. დადებითობის მაჩვენებელმა 15%-ს მიაღწია”, – განაცხადა იმუნოლოგმა “მედიაცენტრ მთავარში“.

გიორგი კამკამაძემ აღნიშნა, რომ დაავადების სწორი მართვა და ინფექციის დროული მკურნალობაა საჭირო, იმისათვის, რომ მსუბუქი პაციენტების მდგომარეობა არ გართულდეს.

“გადაიტვირთა ჰოსპიტლები და გამოცხადდა საგანგაშო გადაწყვეტილება, რომ ზოგი საავადმყოფო კოვიდით ინფიცირებულებს აღარ მიიღებს, რაც დროულად არის გადასახედი და ვთვლი, რომ სასწრაფოდ შესაცვლელი. პირიქით რესურსები უნდა გაიზარდოს, რადგან ახალი შტამი იმუნურ სისტემას მაინც სჯობნის, გაიზარდა ინფიცირების რისკიც”, – აღნიშნა გიორგი კამკამაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

იმუნოლოგმა ინფექციის წინააღმდეგ ერთადერთ ეფექტურ საბრძოლველ გზად ვაქცინაცია დაასახელა. მისი თქმით, ყველაზე მეტად დაცული “ბუსტერ” დოზით აცრილი ადამიანია, შედარებით ნაკლებად კი ორჯერ აცრილი და ინფექციაგადატანილი ადამიანი.

მსგავსი თემები