“სწრაფი ტესტი ეფექტური არ არის”, – იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე “მედიაცენტრ მთავარში”

“სწრაფ ტესტებზე დაყრდნობა ფაქტობრივად აღარ შეიძლება”, – იმუნოლოგი გიორგი კამკამიძემ ტესტირების შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინაციასთან ერთად ტესტირების ხშირი ჩატარებაც ეფექტური გზაა ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

“დიდი განსხვავება შეინიშნება სწრაფ, ანტიგენ ტესტსა და “პისიარ” ტესტის ეფექტურობის შორის. სწრაფი ტესტი მგრძნობელობას მალე კარგავს და სწორ შედეგს ძირითადად ვერ აჩვენებს. შესაბამისად, თავისუფლად არის შესაძლებელი ინფიცირებულმა ადამიანმა სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მიღების გამო, ვირუსი ფართოდ გაავრცელოს. ამიტომაც, სრულად უპირატესობა “პისიარ” ტესტს უნდა მივანიჭოთ. ის “ომიკრონის” შტამის აღმომჩენ ეფექტურ გზად ითვლება”, – განაცხადა იმუნოლოგმა “ედიაცენტრ მთავარში“.

 

 

 

მსგავსი თემები