,,კოვზზე ქრისტეა დაბრძანებული და ის ყველაფერს წმინდავს” – მეუფე სპირიდონი ზიარებაზე

მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას განაცხადა, რომ საშინელი მკრეხელოობა იმის მტკიცება თითქოს ზიარებისგან რამე გადაგედება.

“თქმა იმისა, რომ ზიარებისგან რამე გადაგედება, ნიშნავს იმას, რომ ქრისტე მაცხოვრისგან ვიღაცას რაღაც გადაედო. ეს არის საშინელი მკრეხელობა. ამის გაფიქრებაც და თქმაც კი ცოდვაა, მით უმეტეს საქმით გაკეთება. საქმის გაკეთებაში რას ვგულისხმობ – სხვადასხვა კოვზებით აზიარებდნენ, კოვზიდან არაფერი გადაგვედოსო. კოვზზე მაცხოვარია, სისხლი და ხორცია ქრისტესი, თავად ქრისტეა იმაზე და ქრისტე, რომელიც მასზეა დაბრძანებული ყველაფერს წმინდავს და თქმა იმის, რომ იქიდან რამე გადაგედება არის უმძიმესი ცოდვა. არის შემთხვევები, რომ კოვზს ასუფთავებენ სალფეთქით და მერე სალფეთქს წვავენ, ნაცვლად იმისა, რომ ბაღდადით გაასუფთავონ. რატომ აკეთებენ ამას? ბაღდადით რომ გაასუფთაონ ამას არ ენდობიან, რადგან შემდეგ თავად ისვამენ ამ ბაღდადს და ალბათ, ეშინიათ, რამე არ გადაედოთ. რისგან გადაგედოს, კოვზისგან? ეს ხომ მკრეხელობაა. თუ თვლი, რომ კოვზიდან არაფერი გადაგედება, რადგან მასზე მაცხოვარია, მაშინ სალფეთქით რატომ ასუფთავებ იმ კოვზს? ეს ძალიან მძიმე ცოდვაა. ჩემი პირადი აზრია, რომ სამღვდელო პირი, რომელიც ამას აკეთებს, ის მრევლმა უნდა მიატოვოს, რადგან ის ქრისტე ღმერთის მტერია, ნებსით თუ უნებლიეთ,” – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მსგავსი თემები