სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საახალწლო სოფლებში (მაღაზიებში) ბევრი გამყიდველი გახდა ყალბი კუპიურების მსხვერპლი.
გამომდინარე აქედან, გთავაზობთ “საქართველოს ეროვნული ბანკის” ინსტრუქციას, თუ როგორ შევძლოთ ნამდვილი და ყალბი კუპიურის გარჩევა:
5 ლარიანი, ძირითადი ფერი – ყავისფერი
ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია – დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი წარწერით “ივანე ჯავახიშვილი 1876–1940”; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ხუთი ლარი”, “FIVE LARI”, “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი – “2017“, სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.
ბანკნოტის უკანა მხარეზე დატანილია – დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის (ფიროსმანაშვილის) ნახატი “კალო”; ფრაგმენტი ფიროსმანის ნაწარმოებიდან “მეთევზე წითელ პერანგში”; საქართველოს სახელმწიფო გერბი; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ხუთი ლარი”.
10 ლარიანი, ძირითადი ფერი – ცისფერი
ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია – დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის პორტრეტი წარწერით “აკაკი წერეთელი 1840 – 1915”; ნაწყვეტი აკაკი წერეთლის ცნობილი ლექსიდან “გაზაფხული” მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი. ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ათი ლარი”, “TEN LARI”, “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი – “2019”, სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.
ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია – ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ტილო “იმერეთი – დედაჩემი”; საქართველოს სახელმწიფო გერბი. ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ათი ლარი”.
20 ლარიანი, ძირითადი ფერი – მეწამული
ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია – დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პორტრეტი წარწერით “ილია ჭავჭავაძე 1837 – 1907”; გაზეთ “ივერია” – ს გამომცემლობა; ილიას მიერ გამოცემული ჟურნალი “საქართველოს მოამბე”, გაზეთი “ივერია”, ილიას ხელმოწერა და მისი პირადი ნივთები – ლუპა, საათი, კალამი და სამელნე; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ოცი ლარი“, “TWENTY LARI”, “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი – “2016”, სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.
ბანკნოტის უკანა მხარეზე დატანილია – ძველი თბილისის პანორამა; ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შესრულებული XVIII საუკუნის თბილისის გეგმა; დიდი ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ქანდაკება მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან; საქართველოს სახელმწიფო გერბი; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ოცი ლარი”.
50 ლარიანი, ძირითადი ფერი – მწვანე
ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია – ქართველი მეფის თამარის პორტრეტი წარწერით “თამარ მეფე XII ს.”; XII-XIII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ვარძია; ბარელიეფი XIII საუკუნის ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “რმოცდაათი ლარი”, “FIFTY LARI”, “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი – “2016”, სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.
ბანკნოტის უკანა მხარეზე დატანილია – XII ს – ის ხელნაწერთა კრებულიდან ზოდიაქოს ნიშნის – მშვილდოსნის მინიატურა და ხელნაწერი; საქართველოს სახელმწიფო გერბი; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ორმოცდაათი ლარი”.
100 ლარიანი, ძირითადი ფერი – იისფერი
ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია – დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის პორტრეტი წარწერით “შოთა რუსთაველი XII ს.”; ილუსტრაცია ვეფხისტყაოსნიდან; პირველნაბეჭდი ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი გვერდი; XVII საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის გვერდზე გამოსახული ორნამენტი; ბიბლიური სიუჟეტის VII საუკუნის ბარელიეფი “დანიელი ლომთა ხაროში” მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ასი ლარი”, “ONE HUNDRED LARI”, “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი – “2016”, სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.
ბანკნოტის უკანა მხარეზე დატანილია – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი; ნაწყვეტი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის პარტიტურიდან; საქართველოს სახელმწიფო გერბი; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ასი ლარი”.