“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან კიდევ 2 მოშიმშილე გახდა ცუდად

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან კიდევ 2 მოშიმშილე ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.  ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პროტესტის მე-9 დღეს შიმშილობის შეწყვეტა 4 ადამიანს მოუწია. პარტიის ოფისთან 12 კარავია გაშლილი, სადაც 200-მდე ადამიანი შიმშილობს. ისინი ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

მსგავსი თემები