„ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარია საქართველოს პატრიარქს შეხვდა და აღსაყდრებიდან 44 წლის იუბილე მიულოცა. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, განსაკუთრებული პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება.

„ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში და თბილისში. ბევრი სამუშაო გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სრულიად ახალი პარტია გვაქვს, ბევრია საქმე და სამუშაო, ამიტომ გვიწევს რეგიონებში ხალხთან მუშაობა, თან განსაკუთრებული პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მუშაობა და საკრებულოების დღეს არის პრიორიტეტი, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა მათი ინტერესი უნდა განახორციელონ, მათი ყოველდღიური პრობლემები აი ამ საკანონმდებლო ორგანოებით, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და მე ამაზე ვმუშაობ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მსგავსი თემები