პირადი ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანდაცვის მხრივ ახალი პრობლემა დაემატა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ისევ სუსტადაა და ბალანსის პრობლემა აქვს. ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალი გვიან დატოვა.    

“მისი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ისევ გრძელდება საერთო სისუსტე, დისბალანსი, სიარულის პრობლემები. ამ ყველაფერს  ემატება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარდა. ასევე, სახეზეა ნეირო-დეფიციტი, უნდა დავაკვირდეთ”-აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

მსგავსი თემები