პანდემიიდან გამომდინარე, ჯანდაცვის ექსპერტები მოკრძალებულ ახალ წელს გვირჩევენ

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მოსახლეობას, საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, მაქსიმალურ მოკრძალებას ურჩევენ. განსაკუთრებით კი ხალხმრავლობისა და დიდი სუფრისგან თავის არიდებას მოუწოდებენ, რადგანაც, ვირუსის ახალი შტამი 50-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და საქართველოსა უტევს.    

როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, საიმედოს არაფერს ელიან, რადგანაც, ახალი შტამის – „ომიკრონის“ საქართველოში შემოღწევის რისკიც მაღალია.    

„მთავარია არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა. განსაკუთრებით ეს საჭიროა ახალი წლის დღეებში. მობილობის გაზრდა პირდაპირ კავშირშია ვირუსის გავრცელების რისკებთან და მასშტაბებთან“ – განაცხადა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავართან“.

ანალოგიური მიმართვა აქვს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს  – ამირან გამყრელიძეს, რომელიც, სადღესასწაულო დღეებში დიდი სუფრისა და სტუმრიანობისგან თავის შეკავებას გვირჩევს.

მსგავსი თემები