ტყიბულის კარიერში მოყოლილი მამაკაცი გარდაიცვალა

2 დღის უკან, ტყიბულის ღია კარიერში  მომხდარ ტრაგედიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამაკაცი, რომელიც კარიერიდან დაახლოებით 7 საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ ამოიყვანეს, კლინიკაში გარდაიცვალა.   

მას გულ-მკერდის და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა მიღებული, რომელიც მძიმე მასის ზეწოლის შედეგად განხორციელდა.

კარიერში მოყოლილი მეორე მამაკაცი კი მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს.

მსგავსი თემები