დადასტურდა ინფორმაცია, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან სააკაშვილი სასამართლოში გადაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია და სასამართლოს ეზოში არც ჟურნალისტებს უშვებენ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს.

სასამართლოს ეზოში მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებენ, რომლებსაც სასამართლო პროცესი აქვთ ჩანიშნული ან სარჩელი აქვთ შესატანი. .

მსგავსი თემები