„თუ ისინი იტყვიან, რომ სჯობს პაციენტს ყველა კვლევა ჩაუტარდეს სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში, დავუჯეროთ მათ“ – ამირან გამყრელიძე

„მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც საქართველოში სიკვდილით დასჯა გააუქმა“ –  აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მიხეილ სააკაშვილს  მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს.

„იცით, რომ ეს პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა იმაში, რომ ის გახდა პაციენტი. მე ექიმი ვარ და ჩვენთვის პაციენტი, როცა ჰიპოკრატეს ფიცს ვდებთ, იქნება ეს უმაღლესი თანამდებობის, დაბალი თანამდებობის, არ ვასხვავებთ რასობრივი, სქესობრივი და ა.შ. ნიშნებით ადამიანებს. პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება.

მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც საქართველოში სიკვდილით დასჯა გააუქმა. ამიტომ ყველა ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა როგორც თანამდებობის პირი ამირან გამყრელიძე, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რამეთუ ეს მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია, უკვე ის პერიოდია ანუ იქ ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები,“- განაცხადა გამყრელიძემ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე განმარტებით,  შიმშილობის შეწყვეტის შემდეგაც, რეაბილიტაციის პერიოდიც საკმაოდ რთულია.

„მედიამ პოლიტიკური საკითხები გვერდით გავწიოთ და ჯანდაცვის საკითხებზე დავკონცენტრირდეთ. ამის გადაწყვეტილება მივანდოთ პროფესიონალ ექიმებს. თუ ისინი იტყვიან, რომ სჯობს პაციენტს ყველა კვლევა ჩაუტარდეს სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში, დავუჯეროთ მათ. მე არ ვარ დიდი ხანია ციხის საავადმყოფოში ნამყოფი და თუ იტყვიან, რომ არა ბატონო, შეიძლება აქ ყველაფრის გაკეთება, ვენდოთ ექიმებს და პოლიტიკა ამ საკითხს ჩამოვაშოროთ, იმიტომ, რომ დღეს ის პაციენტია,“ – განაცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები