„გორის ეპისკოპოსის ღვთისმოსაობას ებარებოდეთ“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„ხინჩეგაშვილი რომ წერა-კითხვის უცოდინარია ყველაზე მეტად მისმა ამომრჩეველმა იცის, მაგრამ მათი “გამტყუნება” არასწორია, რადგან ენმ-მა არანაკლები ერთუჯრედიანი შესთავაზა ამომრჩეველს,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი წერს.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი თვლის, რომ ორივე მხარემ სუსტი კანდიდატი შესთავაზა გორის ამომრჩეველს:

„გორელებზე ღადაობას რაც შეეხება ხინჩეგაშვილის არჩევის გამო!

ხინჩეგაშვილი რომ წერა-კითხვის უცოდინარია ყველაზე მეტად მისმა ამომრჩეველმა იცის, მაგრამ მათი “გამტყუნება” არასწორია, რადგან ენმ-მა არანაკლები ერთუჯრედიანი შესთავაზა ამომრჩეველს. როდესაც ასეთი არჩევანის წინაშე დგები ანუ ორი შტერიდან უნდა აირჩიო, მარტივად, ციფრებს შორის აკეთებ არჩევანს, უფრო მეტიც, “გლეხური ვირეშმაკობით” იღებ გადაწყვეტილებას.

სულ სხვა პრობლემაა, რომ ეგ ქალაქი დიდი ხანია ნიჭიერ ადამიანებს (საჯარო პირებს) აღარ გენერირებს, მოჭიდავეებს თუ არ ჩავთვლით.

ისევ მე თუ გეტყვით სიმართლეს.

გორის ეპისკოპოსის ღვთისმოსაობას ებარებოდეთ,“ – წერს ოქრუაშვილი.

მსგავსი თემები