„მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შედეგებით კმაყოფილია“ – ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. როგორც საპატიმროდან გამოსული დეპუტატი აცხადებს, სააკაშილი არჩევნების შედეგებით კმაყოფილია და თანაგუნდელებს ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს.  

„მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით რაც მას ვუთხარი, განსაკუთრებით თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი. ესმის, რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო გადაწყვეტილება. იცის, რომ გაცილებით მაღალი პროცენტია ოპოზიციის მაჩვენებელი.  ვკითხე, რამდენად სწორად მიაჩნია მეორე ტურში მონაწილეობის მიღება. ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის გაუმართლებელი, ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა. განსაკუთრებული სიმტკიცე, განსაკუთრებული ძალისხმევა თხოვა ნიკა მელიას, იმისთვის რომ მან ეს თავისი დიდი  მონაპოვარი ბოლო გამარჯებამდე მიიყვანოს“ – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები