უკრაინის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი წერილს გაავრცელებს

საპატიმროში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს გაავრცელებს, რომელიც არჩევნების შედეგებსა და უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას შეეხება.

„მას არ გაკვირვებია ზელენსკის განცხადება. იცით რომ მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ.  დარწმუნებული იყო მის ასეთ პოზიციაში. მოგვიანებით გაავრცელებს წერილს “, – განაცხადა რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსულმა ეკა ხერხეულიძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუბარია რომ ის ყველაფერს გააკეთებს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქის უკრაინაში დასაბრუნებლად.

მსგავსი თემები